

გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი
გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი დაარსდა 2019 წელს კომპოზიტორ მიკა მდინარაძის და დირიჟორ მირიან ხუხუნაიშვილის ინიციატივით, ეროვნული სასახლის ბაზაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.
ორკესტრის მთავარი მიზანია ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის საჭირო გამოცდილების უზრუნველყოფა, მათი პროფესიონალ ორკესტრანტებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
დაარსების დღიდან ორკესტრმა ჩაატარა 30-ზე მეტი კონცერტი თბილისში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და სან-მარინოს რესპუბლიკაში.
ორკესტრი თანამშრომლობს ისეთ დირიჟორებთან და სოლისტებთან, როგორებიც არიან: ვახტანგ კახიძე, გოგი ჭიჭინაძე, ანდრეი ბორეიკო, კლაუდიო ვანდელი, ფუად იბრაჰიმოვი, ანა მერედითი, პაავო იარვი, სტათის კარაპანოსი, ანასტასია კობეკინა, პოლინა ოსეტინსკაია, ბრიუს ლიუ, გიდონ კრემერი და სხვები.
ორკესტრი ასევე თანამშრომლობს ახალგაზრდა ქართველ დირიჟორებსა და სოლისტებთან, მათ შორის: კახი სოლომნიშვილი, ლევან ჯაგაევი, სანდრო ნებიერიძე, გიორგი გიგაშვილი.
რეპერტუარი მოიცავს ბაროკოდან თანამედროვე ეპოქამდე შექმნილ ნაწარმოებებს, განსაკუთრებული ყურადღებით ქართულ კომპოზიტორულ სკოლაზე.
მნიშვნელოვანი კონცერტები და ფესტივალები:
-
2023 წლის 19 აგვისტო — Young Euro Classic, ბერლინის კონცერტჰაუსი (ალექსანდრე კორძაიას (Kordz) და მიხეილ მდინარაძის პრემიერები).
-
2024 წლის 19 ივნისი — თორაძის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, მაესტრო პაავო იარვის დირიჟორობით.
-
2024 წლის 2 სექტემბერი — წინანდლის საერთაშორისო ფესტივალი, ბეთჰოვენისა და შოპენის ნაწარმოებები, კლაუდიო ვანდელის დირიჟორობით.
-
2024 წლის 7 ნოემბერი — გიდონ კრემერთან კონცერტი, თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი, მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით.